NDI-ის კვლევის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საქმიანობა "ძალიან კარგად" 1%-მა მიიჩნია.
კარგად - 9%-მა.
საშუალოდ - 31%-მა.
თალაკვაძის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას ძალიან ცუდად აფასებს 6%;
35%-ს - არ აქვს პასუხი კითხვაზე;
რაც შეეხება ყოფილ პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძეს, მის საქმიანობას მხოლოდ 1% აფასებდა, როგორც "ძალიან კარგი".
გამოკითხულთა 12% თვლიდა, რომ ბახტაძე, როგორც პრემიერი "კარგია".
43% მის საქმიანობას საშუალოდ მიიჩნევდა.
21% ყოფილ პრემიერს აფასებდა, როგორც ცუდი.
7% - როგორც ძალიან ცუდი.
15%-მა NDI_ის უთხრა, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის.
მამუკა ბახტაძე პრემიერის პოსტიდან 2 სექტემბერს გადადგა, კვლევა კი ივლისში ჩატარდა, სწორედ ამიტომ არის მისი შეფასება კვლევაში.
საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.
NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.