თურქეთის ქალაქ ადანაში პოლიციის ავტობუსში ბომბი აფეთქდა. შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელებიც. მათი მდგომარეობა მძიმე არაა.
მიმდინარეობს გამოძიება. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.
თურქეთში მსგავსი აფეთქებები წარსულში ქურთ, ისლამისტ და ულტრამემარცენე მებრძოლებს აქვთ განხორიცელებული.
13 სექტემბერს დიარბაქირის პროვინციაში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მძიმედ დაშავდა 13.
მაშინ ადგილობრივმა მთავრობამ და პრეზიდენტმა ერდოღანმა ქურთისტანის მუშათა პარტია დაადანაშაულეს, თუმცა მათ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ.