საბერძნეთის სანაპიროსთან ნავი ამოყირავდა, რომელსაც თურქეთიდან 19 მიგრანტი გადაჰყავდა.
უბედური შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 2 ქალი და 5 ბავშვი. მაშველებმა 12 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.
მედიაში გავცელებული ინფორმაციით, ნავში მყოფი მიგრანტები თურქეთის მოქალაქეები იყვნენ.
აგვისტოში 9 ათასზე მეტი მიგრანტი ჩავიდა საბერძნეთში, ხოლო სექტემბერში საბერძნეთმა 8 ათასზე მეტი მიგრანტი მიიღო.