საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ქალაქ მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდა.
კერძოდ:
- 13 ოქტომბერს, 21:00 საათიდან, დაიკეტა დავით აღმაშენებლის ქუჩა;
- 14 ოქტომბერს მოძრაობა აიკრძალა მერაბ კოსტავას, მირიან მეფის და მიხეილ მამულაშვილის ქუჩებზე.
შსს-ში ამბობენ, რომ მცხეთის შემოსასვლელიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური საშვებით.
უწყების ინფორმაციითვე, მოძრაობა 15 ოქტომბერს, სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებისთანავე სრულად აღდგება.