სარფისა და წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტებში 19 420 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
"9-15 ოქტომბერს, სარფისა და წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე,
საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად,
ჯამში, 19,420 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს",- წერია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ და თითოეულს სანქციის სახით 1000 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.