“Once Upon a Time in Hollywood”-ში შესრულებული როლებისთვის კომპანია Sony ლეონარდო დიკაპრიოსა და ბრედ პიტს ოსკარის კამპანიაში ჩართავს. დიკაპრიო საუკეთესო მსახიობი კაცის, ხოლო პიტი - მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცის ჯილდოსთვის იბრძოლებს.
"Once Upon a Time in Hollywood” კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმია, რომელმაც კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა, ისევე, როგორც მსახიობების შესრულებამ.
ბრედ პიტისთვის ეს ოსკარის მეოთხე ნომინაცია იქნება. მსახიობმა ჯილდო მხოლოდ ფილმის 12 YEARS A SLAVE პროდიუსერობისთვის მიიღო. დიკაპრიომ კი ოსკარი ფილმისთვის The Revenant დაიმსახურა.
2020 წლის ოსკარის ნომინანტების სახელები 13 იანვარს იქნება ცნობილი, ხოლო ცერემონია 9 თებერვალს ჩატარდება.