ბიძინა ივანიშვილის ყველა დაპირება, მისი ნათქვამი და საქმე ერთი და იგივეა, რაც მან თქვა, შეასრულა.
წყალტუბო იქნება რეგიონული ცენტრი, ის გახდება მთელი დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით კი, იმერეთის რეგიონის განვითარების ძირითადი ლოკომოტივი ისევე, როგორც აბასთუმანის პროექტი სამცხე-ჯავახეთისთვის.
ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილი უმსხვილესი ინვესტორია იმ სფეროში, სადაც ქვეყანას განვითარება სჭირდება. ვფიქრობ, ყველა ეს ისტორიული პროექტი განხორციელდება წარმატებით. მოკლე დროში როგორც წყალტუბოში, ისე სამცხე-ჯავახეთში ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობას