კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი, ცნობილ ეკოაქტივისტს, გრეტა ტუმბერგს შეხვდა. მათ ველოსიპედით გაისეირნეს. შვარცენეგერმა ფოტოები instagram-ზე გაავრცელა.
"ეს იყო ფანტასტიური შეხვედრა ჩემს მეგობართან და ჩემს ერთ-ერთ სუპერგმირთან. ველოსიპედებით გავისეირნეთ სანტა მონიკაში. მას ჩემი ქალიშვილი ქრისტინა გავაცანი. განაგრძე ხალხის შთაგონება გრეტა!"- დაწერა შარცნეგერმა.