ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა მრავალი უპრეცედენტო მიღწევა სპორტის მიმართულებით, დავიწყეთ ცვლილებები კულტურის სფეროში, რაც აუცილებლად საჭიროებს გაძლიერებას, ხოლო განათლების სისტემაში მოხდა ძირეული გარდატეხა!
ეს არის ქართული ოცნების უდიდესი მიღწევა. პირველად, სწორედ ამ ხელისუფლების დროს გახდა განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის განვითარებისთვის. ეს უკვე დადასტურდა საქმით!