ყველა ამ აქციის მონაწილეს და მოძრაობას აქვს საშუალება ჩაატარონ მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და აქციები. გამოხატვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში არაფერი ემუქრება და ჩვენ ეს წლების განმავლობაში ყველას დავანახეთ და დღესაც, რაც ხდება ჩვენს ქუჩებში და მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და პარლამენტთან არის იმ გამოხატვის თავისუფლების დაცვა, რაც სახელმწიფოს ვალდებულებაა. მაგრამ ამასთან ერთად სახელმწიფოს ვალდებულებაა ისიც, რომ დავიცვათ კანონი და წესრიგი.
tbl.ge/48i3
დაკოპირდა
ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე საუბრობს. გაერთიანებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 28 ნოემბრისთვის პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დააანონსეს, რათა ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში სესიის ჩატარება ვერ შეძლონ, თუმცა ადგილზე მისულებს, შესასვლელებთან მისაღწევი გზები და ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩახერგილი დახვდათ, რომელსაც ასობით სამართალდამცველი აკონტროლებს.
ამავე თემაზე
- პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
- დეპუტატებმა პარლამენტში მისვლა დილიდან დაიწყეს, შსს-მ გზები აღარ ჩახერგა
- "ვიზრუნებთ, რომ უკანა ხვრელებიდანაც ვეღარ შეძვრნენ პარლამენტში" - დღეისთვის პიკეტი დასრულდა
- უგულავა: მოსამართლეების, მურუსიძეების დანიშვნას რომ დაიწყებენ, მერე ნახეთ თქვენ არმაგედონი
- ცქიტიშვილი: ეს ოპოზიციის აქციებია და გაცდენილია გამოხატვის თავისუფლების მშვიდობიან ფორმას