სენატორის წერილი

გაჩეჩილაძე სენატორის წერილზე: როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ ქვეყანაში მედიის პრობლემებია

ეს ბოლო წერილი რომ ვნახე, ცოტა გამიკვირდა, რაღაც აქ არაინფორმირებულობის საკითხიც დგას. როგორ შეიძლება საქართველოზე ილაპარაკო ის რომ საქართველოში არის მედიის პრობლემები, როდესაც, რავიცი ამდენი მედიაა.. კიდევ მეორე რომ თითქოს გამოხატვის თავისუფლება არის შეზღუდული საქართველოში. 30 წელიწადია პოლიტიკაში ვარ და ასეთი რამე არ მინახავს. ადამიანები რასაც უნდა აკეთებენ და რასაც უნდა იმას ლაპარაკობენ. ზოგი სანაგვე მანქანაზეა ატორღიალებული და იქიდან კივის. ზოგიც სად არის და ზოგიც სად არის. გამოხატვის თავისუფლება როგორ არის შეზღუდული?! ეს პირდაპირ მიანიშნებს იმას რომ რაღაც არაინფორმირებულობის საკითხი დგას. როდესაც პარლამენტის შტურმზეა ლაპარაკი, რომელიც სააკაშვილმა დაადასტურა თავის ინტერვიუში, რომ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილი. გრიგოლ ვაშაძემაც დაადასტურა და გადატრიალება უნდა მომხდარიყო, რაღაზეა ლაპარაკი?! 

ქართული ოცნების დეპუტატი გია გაჩეჩილაძე სენატორ როჯერ ვიკერის წერილს ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მისაღები საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თამაშის თანაბარ წესებს ყველასთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში - არჩევნების ლეგიტიმაცია შემცირდება. სენატორი ასევე მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით არსებულ უკმაყოფილებაზე, ასევე, აღნიშნავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის გააქტიურებაზე. მიუთითებს მედიის და აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე.

კომენტარები