ლოს ანჯელეს ლეიკერსის კალათბურთელის, ლეგენდარული კობი ბრაიანტისა და მისი შვილის ჯიანას ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, ბევრმა ადამიანმა მამა-შვილის ხსოვნას პატივი მიაგო.
ქუჩის არტისტმა ჯულს მაკმა, ლოს ანჯელესში, პიკფორდის მარკეტის კედელზე ბრაიანტების პორტრეტი დახატა, გვერდით კი წარწერა გაუკეთა: "კობი და ჯიჯი: მამიკოს გოგო სამუდამოდ"
მხატვარმა კომპოზიცია ბრაიანტების გარდაცვალების შემდეგ დაახლოებით 24 საათში შეასრულა.