სენატორების წერილი გახარიას

უგულავა: კალაძეს ჯერ არ უთქვამს სენატორები მთაწმინდიდან გამოექანონო?

მე უფრო მაინტერესებს ქართული ოცნების კომენტარები [სენატორების წერილზე], მაგალითად, გურამ მაჭარაშვილის, რომელიც კონგრესმენებისა და სენატორების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს. მაინტერესებს ბატონი გახარიას პასუხი, რომელიც გუშინ ნახევარი საათი ფრონტერაზე ლაპარაკობდა. ბატონო გიორგი, ესეც ფრონტერაა და ესეც ფრონტერასთანაა დაკავშირებული, როდესაც პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოებზე ლაპარაკობენ? როდესაც პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, ცემაზე ლაპარაკობენ? როდესაც არჩევნების ჩაგდებაზე ლაპარაკობენ? 

როგორ შეიძლება, გვყავდეს ხელისუფლება, რომელსაც ერთი სული აქვს, კამერასთან რაღაც მოიტყუოს და გაიქცეს. ან სად არის კალაძე? არ უთქვამს ჯერ გამოექანონ მთაწმინდიდან სენატორებიო? კლასიკური ანდაზა მახსენდება - უნამუსოებს აფურთხებდნენ და იმათ წვიმა ეგონათო. ასეა ამათი [ქართული ოცნების] საქმე

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარისა და წევრის კრიტიკულ წერილზე საუბრობს საქართველოს მთავრობის მიმართ.

კომენტარები