CRRC-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 65% ფიქრობს, რომ ოჯახი კაცმა უნდა არჩინოს, თუმცა, ოჯახების უმეტეს ნაწილში შემომტანები ქალები არიან - კითხვაზე, ვინ არის ოჯახში შემომტანი, ყველაზე დიდი ნაწილი, 43% პასუხობს, რომ ქალი.
კერძოდ:
კვლევის მიხედვით, საქართველოში 2010 წელთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანთა წილი, რომლებიც თვლიან, რომ ოჯახს ქალი და მამაკაცი თანაბრად უნდა არჩენდეს.
2019 წელს ასე გამოკითხულთა 34% ფიქრობდა. 2010 წელს - 14%;
გამოკითხულთა დიდი ნაწილი, 65% კვლავ ფიქრობს, რომ ოჯახში შემომტანი კაცი უნდა იყოს.
კითხვაზე, ვინ არის ოჯახის მარჩენალი, მოქალაქეების 34% პასუხობს, რომ კაცი. 43% პასუხობს, რომ ქალი. 21%-ის აზრით, ოჯახში როგორც ქალი, ისე კაცი თანაბარი შემომტანები უნდა იყვნენ.
CRRC-იმ საველე სამუშაოები 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ჩაატარა. გამოპასუხების დონე 36%-ია. გამოიკითხა 2 317 რესპონდენტი;
ცდომილება:
- 5% და 95% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/ - 0.7%
- 10% და 90% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/ - 2.7%
- 25% და 75% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/ - 3.7%
- 50% - ის ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/ - 4.1%