გუშინ არ გაამჟღავნეს და დღეს უცბად ჩანიშნეს უმრავლესობის სხდომა, იმისთვის, რომ უფრო ადრე შეეყვანათ დეპუტატები, იმისთვის, რომ არ გაევლოთ სირცხვილის კორიდორში. კი ბატონო, ორზე დაინიშნება სხდომა, თქვენ შეგიძლიათ, ცხრაზე შეიყვანოთ დეპუტატები, დილის ათზე დაინიშნება სხდომა, თქვენ შეგიძლიათ დილის ექვსზე შეიყვანოთ დეპუტატები, ხაშიც დაახვედროთ იქ. კი ბატონო, ყოველთვის უნდა იცოდეთ, რომ ხალხის ხმა, სამოქალაქო საზოგადოების ხმა, გაბრაზებული ადამანების ხმა, მაინც მოაღწევს თქვენამდე, სადაც არ უნდა დაიმალოთ, როგორც არ უნდა დაიმალოთ. ამის შეხსენებას მუდმივად ვაპირებთ. ასე ფეხდაფეხ ვივლით, რომ დისკომფორტი ჰქონდეთ, ადგნენ ადრე, მოვიდნენ ადრე, შეძვრნენ ადრე, დაიმალონ, ეს არის ჩვენი ამოცანა
tbl.ge/4f48
დაკოპირდა
თქვა ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტთან, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება აქცია-პიკეტს აწყობს. აქტივისტების პარლამენტთან მისვლამდე, ქართულმა ოცნებამ უმრავლესობის სხდომა ჩანიშნა და უმრავლესობის დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში ადრე შევიდნენ.
ოპოზიციის გეგმებიარჩევნები 2020გიგი უგულავაქართული ოცნებაუმრავლესობის სხდომასაპარლამენტო უმრავლესობასაქართველოს პარლამენტი
ამავე თემაზე
- ბოკერია: ხვალ პიკეტირება იქნება, ოღონდ ფიზიკური წინააღმდეგობის და ბლოკირების გარეშე
- ბოკერია: აქციები იქნება მანამ, სანამ არ ვნახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სიტუაციის განსამუხტად
- ხაზარაძე: ულტიმატუმი და ვადის დაწესება ხალხს აზარალებს, ქალაქის პარალიზებას არ ვემხრობით
- 2-5 მარტს პიკეტირება, 9-12-13-ში აქციები – ოპოზიციის გეგმები
- საერთო კანდიდატები, შეხვედრები რეგიონებში, მასშტაბური აქცია - როგორია ოპოზიციის გეგმები