ჰააზ სლეიმანი და ბრაიან ტაირი ჰენრი ფილმში The Eternals მარველის კინოსამყაროს პირველ LGBTQ წყვილად იქცევიან. მსახიობის თქმით მათ გმირებს ოჯახი და შვილი ეყოლებათ.
გამოცემასთან NewNowNext სლეიმანმა აღნიშნა, რომ ფილმში მაყურებელი კოცნასაც იხილავს.
"ო, რა თქმა უნდა,ძალიან ლამაზი და გულის ამაჩუყებელი კოცნა იქნება. გადასაღებ მოედანზე ჯგუფს თვალზე ცრემლი მოადგა. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, ვაჩვენო, როგორი თბილი, მოსიყვარულე და ლამაზია LGBTQ ოჯახი." თქვა მსახიობმა.
შეგახსენებთ, რომ ფილმში ანჯელინა ჯოლი, ჯემა ჩანი, სელმა ჰაიეკი, კუმაილ ნანჯიანი, კიტ ჰარინგტონიდა სხვა ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ.
პროექტის ეკრანებზე გამოსვლას 4 ნოემბერს უნდა ველოდოთ.