მინდა, მივმართო ჩემს თანაგუნდელებს და მთლიანად ოპოზიციის ერთობას. ჩემი პატიმრობა ჩემი შეგნებული არჩევანი და საერთო ბრძოლის ნაწილია. ისევე როგორც მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღებაა, ამ ბრძოლის მშვიდობიანი გადაწყვეტა. 2020-ში არჩევნების მაქსიმალურად პროპორციული სისტემით ჩატარება მხოლოდ გააიოლებს ქვეყნის ამოცანას - ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას. ამასთანავე ოპოზიციის დღევანდელი ერთობაა ამ ამოცანის აღსრულების მთავარი წინაპირობა. ეს ერთობაა და არა რომელიმე სისტემა, რაც ყველაზე მეტად აშინებს ივანიშვილს.
tbl.ge/4i19
დაკოპირდა
ევროპული საქართველოს ლიდერის გიგი უგულავას წერილი ციხიდან.