კოლუმბიაში, კოსტა-რიკასა და პერუში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა.
კოლუმბიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსი 19 წლის გოგოს დაუდასტურდა, რომელიც მილანიდან დაბრუნდა ქვეყანაში.
კოსტა-რიკაში კორონავირუსი 49 წლის ქალს დაუდასტურდა. ის ქმართან ერთად აშშ-დან დაბრუნდა ქვეყანაში.
პერუს პრეზიდენტმა, მარტინ ვისკარამ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ვირუსი 25 წლის კაცს დაუდასტურდა, რომელმაც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იმოგზაურა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 3 497-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 57 624 ადამიანი.