ჩინეთში სასტუმრო ჩამოინგრა, რომელშიც კორონავირუსის გამო კარანტინში მყოფი ადამიანები იმყოფებოდნენ. ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ფუძიანის პროვინციაში მოხდა.
ნანგრევებიდან მაშველებმა 23 ადამიანი გამოიყვანეს, ათობით ადამიანის გამოყვანას კი ამ დრომდე ცდილობენ.
დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა. უნცობია სასტუმროს ჩამონგრევის მიზეზიც.