მჯერა რომ ოპოზიციური ერთობა ჩამოყალიბდება მაჟორიტარობაზე მთლიანად...მე ვერ ვხედავ ჩემს თავს მაჟორიტარად. მე მინდა გლობალურ პროცესში შევიტანო ის დეტალები, რაზეც მქონდა ლაპარაკი. მე რომ მაჟორიტარად ვიყარო კენჭი, ეს ნიშნავს რომ იმ უბანში ვიქნები ჩაკეტილი. ჩემი მიზანია, რომ საქართველოში შედგეს მრავალპარტიული დემოკრატია. არ შეიძლება რომ საქართველო წლების განმავლობაში მოძრაობდეს რაღაც გაუგებარი დაპირისპირების ფონზე.
არჩევნები 2020
მარგველაშვილი: მე ვერ ვხედავ ჩემს თავს მაჟორიტარად, ნიშნავს რომ იმ უბანში ვიქნები ჩაკეტილი
tbl.ge/4ijr
დაკოპირდა
თქვა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიის წევრების შეხვედრის შემდეგ. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო შეთანხმების მიღწევის შემდეგ ექსპრეზიდენტი ლეიბორისტული პარტიის ოფისში მივიდა, რათა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მადლობა გადაეხადა მიღწეული შეთანხმებისთვის.
ამავე თემაზე
- დეკანოიძე: არჩევნებზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში არ მივიღებთ მონაწილეობას
- ღარიბაშვილი: არჩევნებზე 53%-ს ველოდებით, ყველას გადაეცით
- სუბარი: ოპოზიციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, ამიტომ იწყებს ახალი სკანდალების გამოჩეკვას
- მდინარაძე ოპონენტებს: იქნებ შეძლოთ და უარი თქვათ სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე
- მდინარაძე: IRI ადასტურებს, რომ 2020 წლის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტული იყო