რომ არ ყოფილიყო ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება, რომ არ ყოფილიყო ოპოზიცია, საერთაშორისო პარტნიორები და ეს ყველაფერიც რომ არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა ეს შეთანხმება ვერ მოხდებოდა. ეს შეთანხმება გახდა შესაძლებელი იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, საქართველოს აქვს მდგრადი პოლიტიკური სისტემა. ამით მოიგო პირველ რიგში საზოგადოებამ და ქვეყანამ და აქ არავის არაფერი უჩუქნია ერთმანეთისთვის და არც დაუთმია, ნურაფერს ნუ მივიწერთ ჩვენს თავზე, ეს არჩევნებიც და დემოკრატიაც ეკუთვნის ხალხს. ამიტომ, პოლიტიკოსებმა თუ რამე დათმეს, თუ მაინც ვინმე ამ ტერმინს იყენებს, მე ვფიქრობ, რომ დათმეს მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ მათ დაამტკიცეს, რომ პოლიტიკაში ყოფნის ლეგიტიმაცია აქვთ.
საარჩევნო სისტემა
თალაკვაძე: შეთანხმება შესაძლებელი გახდა, რადგან ქვეყანაში პასუხისმგებლიანი ხელისუფლებაა
tbl.ge/4ip6
დაკოპირდა
პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალკვაძე ტვ პირველის ეთერში გადაცემა "რეაქციაში" პასუხობს კითხვას, რომ არ ყოფილიყო ზეწოლა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, წავიდოდა თუ არა "ოცნება" დათმობაზე და დათანხმდებოდა თუ არა 120/30 პრინციპს.
ამავე თემაზე
- ხვიჩია: ივანიშვილი ისტორიაში ერთადერთია, ვისაც პროპორციულის იდეა თავში მოუვიდა
- ხვიჩია 0%-იან ბარიერზე: ივანიშვილმა ვერ განახორციელა, გუნდშიც ვერ გაუგეს იდეის სიდიადე
- სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიესალმება
- 115 მომხრე - პარლამენტმა საარჩევნო სისტემის კანონპროექტს II მოსმენით მხარი დაუჭირა
- მდინარაძე ოპოზიციას 1 საათს აძლევს მოსაფიქრებლად, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში