მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 300 000-ს გადააჭარბა.
22 მარტის მონაცემებით:
- ინფიცირებულია 308 473 ადამიანი.
- გარდაცვლილია 13 069 ადამიანი.
- გამოჯანმრთელებულია 95 828 ადამიანი.
ასევე 22 მარტის მონაცემებით, ყველაზე მეტი კორონავირუსით ინფიცირებული კვლავ ჩინეთში იმყოფება - იქ 81 054 ინფიცირების შემთხვევა არის დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულია 72 440 და გარდაცვლილია 3 261.
ჩინეთს იტალია მოსდევს, სადაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ქვეყანას მთლიანობაში 53 578 ინფიცირებული ჰყავს, გამოჯანმრთელებულია 6 072 და გარდაცვლილების რაოდენობა 4 825 ადამიანს აღწევს.
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 54 შემთხვევა არის დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებული კი ერთი ადამიანია.