ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან და შექმნილ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია, 4 გიგანტური ჭადარი შეკვეთილში, თავის ეზოში გადააქვს.
ამის ამსახველი კადრები მთავარმა არხმა გაავრცელა.
ბიძინა ივანიშვილმა თავის ეზოში, რომელსაც შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკად მოიხსენიებს, არაერთი გიგანტური ხე გადარგო.