ლეგენდარული მუსიკოსი - სერ ელტონ ჯონი დღეს 73 წლის გახდა.
რეჯინალდ კენეთ დუაიტი (ელტონ ჯონის ნამდვილი სახელი) 1947 წლის 25 მარტს დაიბადა. მან ფორტეპიანოზე დაკვრა სამი წლის ასაკში დაიწყო. 11 წლის ასაკში კი ელტონ ჯონმა პრესტიჟული სასწავლებლის - Royal Academy of Music სტიპენდია მიიღო.
მომღერლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიტი სიმღერა Candle in the Wind-ია, რომელიც მან მეგობრის - პრინცესა დიანას დაკრძალვაზე შეასრულა. სხვა ბევრ დასამახსოვრებელ და პოპულარულ კომპოზიციასთან ერთად მას ეკუთვნის 1994 წლის ანიმაციური ფილმის Lion King მუსიკა.
მუსიკოსის დაბადების დღის აღსანიშნავად ვიხსენებთ, რამდენიმე კადრს მისი ცხოვრებიდან: