167 წლის წინ ჰოლანდიელი პოსტ-იმპრესიონისტი, დასავლური მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა - ვინსენ ვან გოგი დაიბადა.
ვან გოგის სიცოცხლეში მის შემოქმედებას კრიტიკოსთა გამოხმაურება არ მოჰყოლია, მიუხედავად ამისა, ხანმოკლე კარიერის განმავლობაში ფერმწერმა 2100 ნამუშევარი შექმნა. მხატვრის ნახატები დღეს წამყვანი მუზეუმებისა და გალერეების დარბაზებშია წარმოდგენილი.
წარმოგიდგენთ ხუთ ფილმს ვინსენტ ვან გოგის ცხოვრებაზე:
Lust for Life
1956 წელს გადაღებული ვინსენტ მინელის ფილმი ირვინგ სტოუნის იგივე სახელწოდების რომანს ეფუძნება. ჰოლანდიელი მხატვრის როლი კირკ დუგლასმა შეასრულა. ვან გოგის როლისთვის დუგლასმა ოქროს გლობუსი მიიღო.
Loving Vincent
ბრიტანულ-პოლონური ანიმაციური ფილმი ვან გოგის უკანასკნელ წლებს ასახავს. სურათი დეტექტიურ ჟანრშია გადაწყვეტილი და მხატვრის სიკვდილის ოფიციალურ მიზეზს - თვითმკვლელობას ეჭვის ქვეშ აყენებს. ანიმაცია ვან გოგის ცნობილი ნახატებით არის აწყობილი და მთლიანობაში ლეგენდარული მხატვრის ხელწერით არის შესრულებული.
At Eternity's Gate
2018 წელს გადაღებული ჯულიან შნაბელის დრამის პრეიერა ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა. მთავარ როლს უილემ დეფო ასრულებს, მრავალი კინოკრიტიკოსის აზრით მხატვრის როლი დეფოს ორმოცწლიან კარიერაში საუკეთესოა.
Dreams
აკირა კუროსავას ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარი რამდენიმე ნოველისგან შედგება. ერთ-ერთი ჰოლანდიელ მხატვარს ეძღვნება, ვან გოგის როლს ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი მარტინ სკორსეზე ასრულებს.
Vincent and Theo
რობერტ ოლტმანის ფილმი ვინსენტ ვან გოგისა და მისი ძმის თეოს ურთიერთობაზე მოგვითხრობს. მხატვარი ეკრანზე იმ დროისთვის ნაკლებად ცნობილმა მსახიობმა - ტიმ როტმა გააცოცხლა.