კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: დღეს კლინიკიდან 8 პაციენტი გაეწერება, ამდენი არასდროს გაგვიწერია

რადიო თავისუფლება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანი თქმით, დღეს კლინიკას 8 პაციენტი დატოვებს.

"დღეისთვის 8 პაციენტი ეწერება ინფიცირებული კლინიკიდან, ბოლო 24 საათში, რაც ყველაზე მეტად გვახარებს, იმიტომ, რომ ამდენი პაციენტი არასდროს გაგვიწერია კლინიკიდან. დაახლოებით, 17 პირველადი უარყოფითი პასუხია მოსული. ველოდებით, თუ ხვალ მოვიდა 17 უარყოფითი ოჯერადად, ხვალ 17 პაციენტი დატოვებს კლინიკას", - თქვა რატიანმა.  

ლევან რატიანის თქმით, გუშინ კლინიკიდან 1 გამოჯანმრთელებული პაციენტი - მედპერსონალი გაეწერა.

რატიანის ინფორმაციით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჯამში, 700-მდე საეჭვო შემთხვევა იყო დაფიქსირებული, აქედან 119 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის, კლინიკაში 90 ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.  

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 420 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 107 პაციენტი გამოჯანმრთელდა. COVID-19-ით 5 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები