ახალი კორონავირუსი საქართველოში

გიორგი ფხაკაძე: ეს 2 თვე სათანადოდ გამოყენებული არ ყოფილა, ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელია

პროფესორი გიორგი ფხაკაძე რუსთავი 2-თან საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მწვავე პრობლემებზე საუბრობს.

ფხაკაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის (EWEC) წევრი და WHO-ს ექსპერტია.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემის კერძო სექტორი არ შეხვდა ინფექციას ისე, როგორც უნდა შეხვედროდა - ისინი რესურსს არ ხარჯავენ ტრენინგებზე. პრობლემაა შიდაჰოსპიტალური ინფექციები.

ფხაკაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ეპიდემია, ფაქტობრივად, არ გვაქვს, თუმცა, ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელია, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის 2 თვე კი სათანადოდ გამოყენებული არ ყოფილა.

"ჩვენ [გაეროში] ვაკეთებთ კვლევას საქართველოზე, რომელიც ეხება ბავშვებს, ქალებს და მოზარდებს. საქართველოში ფოკუსირება გავაკეთეთ კერძო სექტორის ჩართულობაზე ჯანდაცვაში.

კორონავირუსმა დაგვანახა, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო: 

  • ჯანდაცვის სისტემაში მყოფი კერძო სექტორი არ შეხვდა ინფექციას ისე, როგორც უნდა შეხვედროდა. კერძო სექტორი არ ხარჯავს იმდენ რესურსს, რამდენიც არის საჭირო ტრენინგებზე. ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში არის შიდა ჰოსპიტალური ინფექციების პრობლემა.
  • საქართველოში ეპიდემიის ძალიან დაბალი დონეა, ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვაქვს ეპიდემია. კარანტინი ეფექტური აღმოჩნდა. თუმცა, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელია.
  • ეს ორი თვე ვერ იყო სათანადოდ გამოყენებული. უნდა ყოფილიყო ინტენსიური ტრენინგები და კონტროლი ყველა სამედიცინო დაწესებულებაზე. საავადმყოფოებში ინფექციების სათანადო კონტროლით დაიზღვევა არა მარტო ექიმების, არამედ პაციენტების სიცოცხლე.
  • ჩვენი ექთნები და სანიტრები მომზადებულები არ არიან.. ჩვენი ეპიდემიოლოგები უყურადღებოდ არიან დარჩენილი, ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ. ახალგაზრდა ეპიდემიოლოგები ძალიან ცოტა გვყავს," - თქვა ფხაკაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები