ლედი გაგას ახალი, რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი Chromatica გაყიდვაში მიმდინარე წლის 29 მაისს გამოვა. ინფორმაცია თავად მომღერალმა სოციალურ ქსელში Twitter გაავრცელა.
სინგლი Stupid Love, რომელიც მომავალ ალბომში შედის თებერვალში გამოვიდა. Chromatica-ს რელიზი 10 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო გაურკვეველი დროით გადაიწია.
ლედი გაგამ უკანასკნელი ალბომი Joanne ოთხი წლის წინ, 2016 წელს გამოუშვა.