საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 12 პაციენტი. ინფორმაციას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 383 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.