სტრიმინგ სერვისმა Netflix ფანტასტიკური სერიალის Umbrella Academy მეორე სეზონის გამოსვლის თარიღი გაამხილა. სუპერძალების მქონე ნაცნობი პერსონაჟები ეკრანს 2020 წლის 31 ივლისს დაუბრუნდებიან. პროექტის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია თაყვანისმცემლებმა ვიდეოს მეშვეობით შეიტყვეს.
ვიდეოში თვითიზოლაციაში მყოფი მთავარი როლის შემსრულებლები ელენ პეიჯი, ტომ ჰოპერი, დევიდ კასტენედა, ემი რივერ-ლემპმენი და რობერტ შიენი სიმღერაზე I Think We’re Alone Now ცეკვას ასრულებენ.