დეგნანი: 8 მარტის შეთანხმება მიმართულია პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციისკენ

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება საერთო დემოკრატიულ ღირებულებებსა და უსაფრთხოებას. მოვუწოდებთ რვა მარტის შეთანხმების შესრულებისკენ, რომელიც მიმართულია პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციისკენ, რეკომენდაციები კი - კანონის პატივისცემისკენ. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს პარლამენტთან მუშაობას, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.

ასევე, ვაგრძელებთ რეკომენდაციების გაცემას საარჩევნო კანონის რეფორმირებისთვის, რომ ეუთო-ს მოთხოვნები აისახოს კანონმდებლობაში და პასუხი გაეცეს წინა არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს, ხელი შეეწყოს უფრო სანდო და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ოქტომბერში

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, საუბრობს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებასა და 2020 წლის არჩევნებისთვის სამართლიანი გარემოს შექმნაზე.

კომენტარები