ნამდვილად, ახლა ფიზიკურად არ მაქვს დრო, რომ საქართველოს ამბებს მივხედო. საქართველოს პოლიტიკა მეტადაც რთულია, ვიდრე უკრაინის, დიდი დრო სჭირდება. სრული თავდაჯერებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო შეიცვალა, მარტივი მიზეზის გამო - როცა მე პრეზიდენტი ვიყავი საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა. 8 წელზე ცოტა მეტი მქონდა აღმასრულებელი ძალაუფლება, საქართველოს ახლანდელ მთავრობასაც 8 წელი უსრულდება, ამ პერიოდში კი ეკონომიკა კი არ გაიზარდა, პირიქით მალე კლება იქნება 6-7%-ით, კარგი სიტუაცია ნამდვილად არაა. ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას ცვლილების შესახებ, არ ვფიქრობ, რომ ამას ჩემი მხრიდან რამენაირი მიწოლა სჭირდება.
tbl.ge/4sb7
დაკოპირდა
ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა Atlantic Council-თან ინტერვიუში ისაუბრა. კითხვაზე, საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე აპირებს თუ არა იაქტიუროს, თუ მხოლოდ ურაინაზეა კონცენტრირებული, სააკაშვილი ასე პასუხობს.
ამავე თემაზე
- სააკაშვილი: მე ჩემი უკრაინისთვის ბრძოლას საქართველოს ბრძოლადაც მივიჩნევ
- DW: სააკაშვილმა დაგვიდასტურა, რომ რეფორმების ეროვნულ საბჭოში ინიშნება
- "მთავრობის განცხადებები უკრაინის მიმართ არამეგობრულია", - პარტიების ნაწილის წერილი რადას
- მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს წევრი გახდეს
- კვლავ განიხილება თუ არა სააკაშვილის კანდიდატურა - უკრაინელი დეპუტატების პასუხი