პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობს, მათგან 1 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კლინიკაში სულ 9 პაციენტია მოთავსებული. მათგან 8 თერაპიულ მიმართულებაში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 800 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 640 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.