გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-19 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში – +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსი იქნება.