მსახიობი და რეჟისორი ახალ ფანტასტიკურ თრილერზე მუშაობას იწყებს. მომავალი სურათი ნორვეგიელი მწერლის, იუ ნესბიოს რომანის ეკრანიზაცია იქნება.
ახალ ფილმში მთავარ როლს ვარსკვლავური ომების მსახიობი ოსკარ აიზეკი შეასრულებს. რომანის ადაპტაციაზე ფორესტ გამპისა და დიუნის სცენარისტი ერიკ როტი იმუშავებს.
პროექტის სამუშაო სახელია London, გამოსვლის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.