ახალი ანიმაციური ფილმი The SpongeBob Movie: Sponge on the Run კინოგაქირავებაში არ ჩაეშვება და პირდაპირ ონლაინპლატფორმებზე გამოვა.
გადაწყვეტილება კინოკომპანიებმა Paramount-მა და Nickelodeon-მა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღეს.
სპანჯბობისა და მისი მეგობრების შესახებ ახალი სრულმეტრაჟიანი ანიმაცია რეჟისორმა ტიმ ჰილმა გადაიღო. ფილმისთვის მუსიკა კომპოზიტორმა ჰანს ციმერმა დაწერა. კომედიაში ეპიზოდურ როლს კიანუ რივზი შეასრულებს.