ტურიზმი

კანდელაკი: ფრენების გაუქმებით საქართველო EU-ს ეუბნება, რომ მის სიაში მოხვედრა პრიორიტეტი არაა

ევროკავშირი ხვალ აქვეყნებს იმ ქვეყნების სიას, რომლის მოქალაქეებსაც უხსნის საზღვრებს.

სიის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს მიერ ფრენების ერთი თვით სრულიად გაუქმება უცნაურია, რადგან წინასწარი ინფორმაციით საქართველო ამ სიაში უნდა ყოფილიყო.

არ ჯობდა, დავლოდებოდით ამ სიას? იქნებადა წერია იქ საქართველო?

ყველა ფრენის ერთი თვით გაუქმებით საქართველო ევროკავშირს ერთგვარად ეუბნება, რომ ამ სიაში მოხვედრა მისი პრიორიტეტი არ არის.

ცნობისათვის, ევროკავშირი საზღვრებს უკვე უხსნის ბალკანეთის ქვეყნებს, რომელთაც ჩვენზე უკეთესი სტატისტიკა ნამდვილად არ აქვთ.

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა.

კომენტარები