ამერიკელ მსახიობ ჰარისონ ფორდს 78 წელი შეუსრულდა.
ფორდის კარიერა 60-იან წლებში ეპიზოდური როლებით დაიწყო. არაპროფესიონალი მსახიობი ნამდვილი ვარსკვლავი 1977 წელს გახდა, როდესაც Star Wars-ში საკულტო პერსონაჟის, ჰან სოლოს როლი შეასრულა. მრავალი კინოკრიტიკოსის აზრით, ფორდის მთავარი კოზირი როლების სწორი შერჩევაა, მოგვიანებით მან ამერიკული კინოს კიდევ ორი სუპერგმირი – ინდიანა ჯონსი და რიკ დეკარდი (Blade Runner-ის მთავარი გმირი) განასახიერა. 1985 წელს ფილმ Witness-ისთვის მიიღო ოსკარის, ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ნომინაციები.
წარმოგიდგენთ ჰარისონ ფორდს კადრს მიღმა.