ჩამოსულ ტურისტს ექნება სპეციალური აპლიკაცია, გვეცოდინება მისი გადაადგილება და სად გაჩერდება, ის იქნება სასტუმროში, სადაც ყველა წესი დაცულია.
ჩვენი მოქალაქე, რომელიც ბრუნდება საქართველოში, აბსოლუტურად სხვა რეჟიმშია, აქედან გამომდინარე, უნდა გავიგოთ, რომ გაცილებით უფრო მაღალი რისკია ჩვენი მოქალაქისგან, რომელსაც მეტი სოციალური კავშირები აქვს ამ ქვეყანაში დაბრუნებისას, მეტი მონატრება აქვს და მეტი ადამიანის ნახვა უნდა, ვიდრე იმას, ვინც აქ ჩამოდის ღირსშესანიშნაობების სანახავად