SPLINTER CELL

SPLINTER CELL-ის მიხედვით NETFLIX სერიალს გადაიღებს

What Culture

სტრიმინგსერვისი Netflix იწყებს მუშაობას ახალ სერიალზე, რომელიც საკულტო კომპიუტერული თამაშის Splinter Cell-ის სიუჟეტს დაეფუძნება.

Netflix-სთან ერთად პროექტზე იმუშავებს კომპიუტერული თამაშების დეველოპერი კომპანია Ubisoft. ამ დროისთვის სტრიმინგსერვისს ორი სეზონი აქვს შეკვეთილი, რომელშიც 16 ეპიზოდი იქნება.

Splinter Cell-ის პირველი ნაწილი 2002 წელს გამოვიდა. სტელს ექშენის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშის მთავარი გმირია სუპერაგენტი სემ ფიშერი. თამაშების შექმნას მწერალი ტომ კლენსი ხელმძღვანელობდა, ერთ-ერთი ნაწილის მოქმედება საქართველოში ხდება, რომელსაც მართავს გამოგონილი დიქტატორი, კომბაინ ნიკოლაძე. 

თამაშის ეკრანზე გადატანას 2012 წელს აპირებედნენ, ფიშერის როლი ინგლისელ მსახიობს ტომ ჰარდის უნდა შეესრულებინა, მაგრამ პროექტი გაურკვეველი ვადით გაიყინა.

კომენტარები