"ქვეყნიდან გარბოდნენ" არის ქოცური (პროტოქოცული, ანუ ბიძინამდელი ქოცების) ტყუილი. საზღვრის კვეთის დოკუმენტი, რომელიც გააყალბეს (უფრო სწორად, შინაარსი შეუცვალეს), აფიქსირებს ხელისუფლების ბევრი წარმომადგენლის საზღვრის კვეთას აქეთ - შემოსვლის მიმართულებით. ეს კვეთა არის არა გასვლა, არამედ შემოსვლა. 7 აგვისტოს, როცა ომი დაიწყო, შვებულებებში, უცხოეთში მყოფი ბევრი ჩვენი მეგობარი ყველა საჰაერო გზას ეძებდა, რომ შემოსულიყო საქართველოში. გივი თარგამაძე 7-ში გაფრენილი, 7-შივე დაბრუნდა. დაბრუნდა გიგა ბოკერია, ნიკა რურუა, კობა სუბელიანი. დაბრუნდნენ პარლამენტის წევრები, მინისტრები. ყველას, ვისაც ცილი დასწამეს, ვერ ჩამოვთვლი. საზღვარს კვეთდნენ აქეთ. აქეთ, თქვე ბრიყვებო, აქეთ. შემოდიოდნენ და არა გადიოდნენ. ქოცი ამას ვერ გაიგებს. ამ დროს ესენი ისხდნენ ტელევიზორებთან და პუტინს გულშემატკივრობდნენ.
tbl.ge/4zk1
დაკოპირდა
წერს ევროპული საქართველოს თბილისის საკრებულოს წევრი გოკა გაბაშვილი.
ამავე თემაზე
- კობახიძე: არჩევნებამდე აგვისტოს ომის თემას არ შევეხებოდი, ხალხმა გამოუტანოს ენმ-ს განაჩენი
- თუ სააკაშვილს შეაწყალებინებენ, 2008 წლის ომზე გამოძიებას ახლავე მოვითხოვთ – ხალხის ძალა
- ბურჭულაძე: დარწმუნებული ვარ, მშვიდობიანი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის გამთლიანებამდე მიგვიყვანს
- პრემიერი: ჩვენი ჭკუით, გონიერებით უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, ესაა მიზანი
- მედვედევი: ქართულ ოცნებას ესმის, რომ ჩვენთვის აფხაზეთი და ოსეთი დამოუკიდებლები არიან