კორონავირუსი საქართველოში

ევექსში სამედიცინო მუშაკს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

armradio.am

კლინიკა ევექსის ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ფილიალში სამედიცინო მუშაკს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ტაბულას კლინიკის პრესცენტრში დაუდასტურეს. 

როგორც ევექსში გვითხრეს, მათთან დასაქმებულებს ყოველკვირეულად გეგმური ტესტირება უტარდებათ. სწორედ გეგმური დიაგნოსტირებისას აღმოაჩინეს ეს შემთხვევაც. 

"ყველა პირი, ვისთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, დაუყონებლივ გამოვიკვლიეთ. კლინიკაში ჩატარდა დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები. ფილიალი ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას". – აცხადებს ევექსი. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 341 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 092 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი  გარდაიცვალა.

კომენტარები