როგორ გამოიყურებოდა ნიუ-იორკის მეტრო 1970-1980 წლებში?
შვეიცარიელმა ფოტოგრაფმა, უილი სპილერმა, ამ კითხვას პასუხი გასცა თავისი ფოტოების სერიით, რომლებიც ნიუ-იორკის მეტროს სხვადასხვა სადგურში სიარულის დროს გადაიღო.
სპილერმა ყველანაირი სიტუაციის გადაღება შეძლო - ერთმანეთთან მოლაპარაკე უცხო ადამიანები, გაზეთის მკითხველები, სადგურში მძინარე უსახლკაროები, კრიმინალური შემთხვევები და სამსახურში მიმავალი ხალხი.
ფოტოგრაფის ფოტოების სერია პირველად 1984 წელს გამოქვეყნდა.