გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6-7 სექტემბერს საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი. ასევე, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს" - აცხადებს გარემოს სააგენტო.