საქართველოს რაგბის კავშირში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია მორაგბე.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და გასაღებას გულისხმობს.