სოთბის აუქციონზე ორი ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ არტისტის პირადი ნივთები გაიყიდა.
Notorious B.I.G.-ის პლასტმასის გვირგვინი, რომელიც მომღერალს სიკვდილამდე სამი დღით ადრე ეკეთა აუქციონების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ჰიპ-ჰოპთან დაკავშირებული ნივთი გახდა. აუქციონის გამარჯვებულმა $594 670 გადაიხადა.
22 სასიყვარულო წერილი, რომელიც 16 წლის თუფაქ შაკურმა კოლეჯში გაცნობილ ქეით ლოის მისწერა, აუქციონზე $75 600-ად გაიყიდა. მომავალი რეპის ლეგენდისა და სტუდენტის ურთიერთობა ორ თვეს გრძელდებოდა.