ახალი კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე: COVID-19-ის 296 ახალი შემთხვევიდან 166 აჭარაში გამოვლინდა, 41 – თბილისში

ინტერპრესნიუსი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 ახალი შემთხვევიდან 166 აჭარაში გამოვლინდა, 55 – იმერეთში, 41 – თბილისში, 18 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9 – გურიაში, 3 ქვემო ქართლში, 1 – კახეთში, 1 – სამცხე-ჯავახეთში.

26 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა კიდევ 60 ადამიანი.

სულ საქართველოში კორონავირუსის 4 960 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 819 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები