კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე: 194 შემთხვევა თბილისში დადასტურდა, 172 – აჭარაში, 117 – იმერეთში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში აღრიცხული ახალი კორონავირუსის 523 შემთხვევიდან 194 თბილისში დადასტურდა, 172 აჭარაში, 117 იმერეთში, გურიასა და შიდა ქართლში 7-7, 4 შიდა ქართლში, 16 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 3 კახეთში, 2 სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა მთიანეთში 1.

"სამწუხაროდ, ახლა პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა ჩვენ... აჭარაში, საბედნიეროდ, იკლო შემთხვევებმა, მიღებულმა ღონისძიებებმა გამოიღო შედეგი". – აღნიშნა ენდელაძემ.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 11 794 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 323 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 85 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 5 471 შემთხვევაა აქტიური. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

 

კომენტარები