ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით კითხვაზე "ვის მისცემდით ხმას, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს", გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება - 36%
გადაუწყვეტელი/უარი პასუხზე - 24%
ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია - 17%
ევროპული საქართველო - 5%
გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 4%
ლეიბორისტული პარტია - 3%
პატრიოტთა ალიანსი - 3%
ლელო - 2%
გირჩი - 2%
მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1%
დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე) - 1%
გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) - 1%
სხვა პარტიები - 1%
კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, 17 სექტემბერი – 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. Edison Research-მა ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება +/- 1.5%-ია.