ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით კითხვაზე - "ვინ უნდა იყოს ოპოზიციური კოალიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატი ოპოზიციური კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში", პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
დავით ბაქრაძე - 26%
გიორგი ვაშაძე - 23%
მიხეილ სააკაშვილი - 21%
გამოკითხულთა 70% ამბობს, რომ კოალიციური მთავრობა სურს, 30%-ს ერთპარტიული მთავრობა ურჩევნია.
კვლევა, ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, 17 სექტემბერი – 7 ოქტომბრის პერიოდში პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. Edison Research-მა ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება +/- 1.5%-ია.